Thursday, March 15, 2012

როცა „მეტრები“ სდუმან ...


ამ წლის თეატრალური სეზონი, ჩემი აზრით წარუმატებლად უნდა შეფასდეს. მიუხედავად იმისა, რომ მის დამთავრებამდე რამოდენიმე, სამიოდე თვე რჩება ანონსები ახალს არაფერს გვპირდება. ვეჭვობ, რომდურუჯისმესვეურებს და ჟიურის წევრებს რთული ამოცანის გადაწყვეტა მოუწევთ. სრულიად შესაძლებელია, რომ ნომინანტთა (5 საუკეთესო) სიაც კი ვერ შედგეს. რუსთაველის თეატრი ლიდერის, ხოლო . ფალიაშვილი სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრი შენობის გარეშე დარჩენილი, რომელმაც იპოვაოლივერისშემსრულებლები, მაგრამ ამ სეზონში მის ხილვის იმედი არ ჩანს, კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ სახეზე არ გვაქვს არც ერთი პრემიერა, რომელსაც შეიძლება მაყურებლის ყურადღება მიეპყრო.

. აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრმა თავისი სცენა ახალგაზრდებს დაუთმო (რამოდენიმე დღეში თეატრი ფესტივალზე მიემგზავრება . შექსპირისმაკბეტით“). მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ერთადერთი პრემიერა შედგა. გოგლისრევიზორი“ (რეჟისორი . ჟორდანია). სხვა თეატრებმა ამრიტმსაუწყეს ფეხი და მივიღეთ უინტერესო, „მკვდარი სეზონი“. ჩვეული ენერგიით ვერ მუშაობსთავისუფალი თეატრიც“ (. ბერჯისისმექანიკური ფორთოხალირეჟისორი . ვარსიმაშვილი, . პატარაიახვალ შობაარეჟისორი . სიხარულიძე), ილიაუნის თეატრში ყველაზე მეტი პრემიერა შედგა (ჟან-ჟაკ ბრიკერსა და მორის ლასეგისინსტიქტი“, რეჟისორი . ეგაძე, მარკ კამოლეტისფრანგული გარნირირეჟისორი . ელოშვილი და სულ მალე შედგება პრემიერა მიხეილ ბულგაკოვის ივან ვასილის-ძე“ ქართული ვერსია სიზმრები სინანულისანი", რეჟისორი . ეგაძე). როცამეტრებისდუმან გააქტიურდა ახალგაზრდა რეჟისორთა თაობა: . კეინის „4.48– ფსიქოზირეჟისორი მ. ნაცვლიშვილი, ე. შტეინის „წერილები ღმერთს“ რეჟისორი მ. ტყემალაძე, (ორივე მუსიკისა და დრამის თეატრში), მისიმას „მარკიზ დე სადი“ რეჟისორი ნ. ლიპარტიანი (რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა), ს. ბეკეტის „კრეპის უკანასკნელი ფირი“ რეჟისორი ნ. ლუარსაბიშვილი (მარჯანიშვილის თეატრის სხვენი). ასეთი სეზონის დროს თეატრალი მაყურებელი ისევ ძველ სპექტაკლების უბრუნდება ჩემსავით, რომელმაც ახლახანს გასული სეზონის სპექტაკლი „თოჯინების სახლი“ (რეჟისორი იოანე (ვანო) ხუციშვილი) ვნახე „თავისუფალ თეატრში“.

ნოვეგიელი დრამატურგის ჰ. იბსენის, „ახალი დრამის” ერთ–ერთი ფუძემდებლის დრამა „თოჯინის სახლი“ (აქ მინდა ერთი ტრადიცია დავარღვიო და ვთქვა რომ, პიესის სათაური არასწორი ვერსია მოდის ნუცა ჩხეიძის თარგმანიდან, რომელმაც რუსულიდან თარგმნა ეს პიესა „Кукольный дом“ (რუსულ სათაურში არ ჩანს თოჯინა მხოლობითშია თუ მრავლობითში) და პირველად 1898 წლის 20.12 ქუთაისში წარმოადგინეს მ. ქორელის დადგმით, ნორვეგიულად Et dukkehjem, A Doll's House ინგლისურად და La maison de poupée ფრანგულად ნიშნავს „თოჯინის სახლს“ და მართლას ამ სახლში მხოლოდ ნორაა „თოჯინა“, სხვა არავინ). დრამატურგია მისი წინამორბედ „ნატურალისტებიდან“, რომლებიც ადამიანს აღიქვავდნენ როგორც პასიურ არსებას, იმით განსხვავდება, რომ მის გმირებს ახასიათებთ სულიერი სიძლიერე, ნებისყოფა. მათ უნარი შესწევთ იბრძოლონ ბურჟუაზიული საზოგადოების წინააღმდეგ და ზოგჯერ დამარცხდნენ (მაგ. ექიმი სტოკმანი, გედა გაბლერი) კიდევაც. იბსენის დრამატურგიაში ასევე იკვეთება ინტელექტის როლი პერსონაჟის ქმედებაში, იმ შეგრძნებების, სურვილების, ვნებების, ინსტიქტების საწინააღმდეგოდ, რომელსაც „ნატურალისტები“ ასახავდნენ თავის პიესებში (მაგ. ე. ზოლას „ტერეზა რაკენი“). ნორა „თოჯინის სახლიდან“ პიროვნების განთავისუფლების ნათელი მაგალითია. ეს პიესა უდაოდ ძალიან რთულად განსახორციელებელია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მას ახალგაზრდა რეჟისორი სადებიუტოდ ირჩევს.

სცენაზე დიდი კონსტრუქცია – „ზინგერის“ ფირმის უძველესი საკერავი მანქანა დგას, რომელიც სპექტაკლის მსვლელობისას სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულებით გამოიყენება. იგი სათამაშო მოედანია – ნორას მისაღები, მის ბავშვების ოთახი, ბედის ბორბალით, იქ სადაც საკერავი მანქანის ღვედი უნდა იყოს კიბეა, ჰელმერის კაბინეტში ასასვლელი, ნორას წამლების, გამაბრუებელი საშუალებების თუ ტრანკვილიზატორების სამალავიც საათის უკან, მისი სიზმრების ასპარეზიც, აბაჟურებით, რომლებიც ნაძვის ხის და ნორას სამალავის ფუნქციასაც ასრულებს. უშველებელი კოჭის ძაფით, რომლითაც მოქმედ პირთა ტანისამოსია შეკერილი, თუნდაც ექიმი რანკის გრძელი ქურთუკი, თეთრი ძაფებით დალამბული. საკერავი მანქანა სახლში, რომლის დიასახლისს საშინაო საქმეები არ ეხერხება და არც უყვარს. მართალის ხელმომჭირნეობაში გაიზარდა, მაგრამ საოჯახო საქმეებით არასდროს ყოფილა დაკავებული. ბავშვების აღსაზრდელად ძიძად ანა–მარია ჰყავს. საკარნავალო კოსტუმის გადაკეთებაც კრისტინას სთხოვა, თანაც ისე რომ მისმა ქმარმა ჰელმერმა არ დაინახოს.

გარემო დამძიმებულ–დაძაბულია. შავ–ნაცრისფერ ფერებში გადაწყვეტილი დეკორაცია და ასეთივე ფერის სასცენო კოსტუმები (მხატვარი თეო კუხიანიძე) უღიმღამო, უფერულ, მოსაწყენ განწყობას ქმნის. კოსტუმები სტილიზებულია, ნორას და ანა–მარიას კაბები, ასევე შავ–ნაცრისფერში შესრულებული ერთმანეთს გავს და XX საუკუნის დასაწყისის თოჯინას ჩაცმულობას მოგვაგონებს. ექიმი რანკის გამუდმებით შავებში, დიდი გრძელი ქურთუკით. ფრუ ლინეს კაბაც იგივე ტონებშია, მხოლოდ უფრო მკაცრი სილუეტით, გრძელი, გულმკერდდახურული. ამ ანსამბლიდან მხოლოდ ორი გამოირჩევა: ადვოკატი ჰელმერი, რომელიც ყველაზე ხშირად იცვლის თეთრ პერანგებს, პერიოდულად ჰალსტუხსაც ირგებს ხოლმე და კროგსტადი, რომლის ჩაცმულობა ფერთა გამით იმეორებს დანარჩენებისას, მაგრამ უფრო თნამედროვეა, უფრო ელეგანტური, თითქოს „ამოვარდნილი“ ეპოქიდან.

ძირითად სცენაზე მდგარი მეორე სცენა – საკერავი მანქანა თეატრში თეატრის წარმოდგენას ქმნის, რომლის ერთდერთი მსახიობი ნორაა, ხოლო დანარჩენები სტატისტები არიან. ნორა (თამუნა ნიკოლაძე) საკუთარ შექმნილ „თეატრში“ თმაშობს და თამაშობს მთელი სპექტაკლის პირველი მოქმედების განმავლობაში. მხოლოდ ზოგჯერ, მხოლოდ კროგსტადთან შეხვედრისას ანებებს თამაშს თავს და რეალობაში ინაცვლებს, იძულებულია ფაქტებსა და მოვლენებს გაუსწოროს თვალი. მისი თამაში ეგზალტირებულია, ნაძალადევი, „ხელოვნური“, სახეზე სულელური ღიმილით, უადგილო ადგილას კისკისით. ქარაფშუტა, განებივრებული „ჩიტუნიას, ციყვუნიას“ ნიღბი შესაბამისად ეხმიანება ამ სახლში შექმნილ გარემოს, ნორასადმი ჰელმერის დამოკიდებულებას და ანა–მარიას მკაცრ მზერასაც კი. ნორას პირველი გამოჩენაც, რომელსაც მაყურებელი მაგიდის ქვეშ აღმოაჩენს, მაგიდის, რომელიც ბავშობის წლებიდან მისი სამალავი ადგილი იყო, მიგვანიშნებს, რომ წარმოდგენაში ბევრი „სიურპრიზი“ გველოდება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ვანო ხუციშვილი „ღრმად“ ეფლობა ჰ. იბსენის პიესის ტექსტში და ცდილობს ამოიკითხოს სტრიქონთა შორის ჩადებული ქვეტექსტები და სცენური ქმედება მიანიჭოს მას. რეჟისორმა მოახერხა ახალი პლასტები და აქცენტები შემოეტანა, რომელიც შეიძლება ბევრისთვის საკამათო გახდეს, მაგრამ ჩემი აზრით ყოველ მათგანს თავისი ლოგიკა აქვს და მხოლოდ ახლებურ, თუნდაც თნამედროვე ინტერპრეტაციაზე მიგვანიშნებს. ასე მაგალითად ბავშვების ძიძის ანა–მარიას ახალი ფუნქციის გამოყოფა – ავტორისეულ ტექსტში ანა–მარიას მხოლოდ ერთადერთი სიტყვიერი სცენა აქვს, როდესაც იგი ნორას საკარნავალო–ტარანტელას საცეკვაო კოსტუმს მოუტანს და რამოდენიმე რეპლოკას „ისვრის“ ამ კოსტუმის სიძველესთან დაკავშირებით, არაფერი არსებითი. ვ. ხუციშვილის სცენურ ვერსიაში ანა–მარიას (მსახიობი მაიკო ხორნაული) როლი და ფუნქცია გაზრდილია იქამდე, რომ იგი გამუდმებით სულ სცენაზეა – ნორას „აჩრდილი“ თუ ორეულია, ჩუმ–ჩუმად მის კაბას რომ ირგებს, აწოდებს წამალს თუ ლიმონათს, აცმევს, ახურავს, ვარცხნის, თმასაც კი ჭრის უშველებელი მაკრატლით, ბედის ბორბალსაც ატრიალებს ნორასთვის ყველაზე საბედისწერო მომენტში და მის „მომავალსაც“ განაგებს. იგი აქტიური, თუმცა „მუნჯი“ პერსონაჟია, რომლის გამუდმებით გვერდით ყოფნას ნორა ყოველთვის გრძნობს მაშინაც კი როცა ის არ ჩანს, უნებურად მას მიმართვას ხოლმე. ანა–მარია მხოლოდ რამოდენიმეჯერ ხდება აქტიური – ერთ–ერთი ასეთი სცენა ნორასა და კროგსტადის სექსის დროს, როცა ანა–მარია ავანსცენაზე, ჩვენს წინაშე კონვულსიებში ვარდება და „კიცხავს“ ნორას ღალატს. რეჟისორის ტექსტის მიღმა ინტერპრეტაციის ქმედებად ქცევის კიდევ ერთი მაგალითია ნორას ქმრის ღალატი კროგსტადთან. ნორას ჩადენილი დანაშაულის ქმრის მიერ სააშკარაოზე გამოტანას რეჟისორი ნორას თავის გადარჩენის და ჰელმერისადმი მიწერილი წერილის უკან დაბრუნების მიზნით ქმრის ღალატსაც უმატებს და სპექტაკლის ბოლოსათვის ჩვენს წინაშეა ნორა ცოდვილი, რომელმაც ქმრის წინაშე გამოუსწორებელი შეცდომები ჩადინა, თუმცა მოტივები, რის გამოც ესა თუ ის დანაშაული ჩაიდინა ამართლებს ნორას აქამდე ჩადენილს და რაც მთავარია მის მომდევნო ქმედებებს. ნორას „გამორკვევის“ სცენას რეჟისორი ამზადებს დიდხანს, უცვლის მას ჩაცმულობას, ვარცხნილობას, ხმის ტემბრს, საუბრის მანერას და ამ სცენაში ჩვენს წინაშე სრულიად სხვა ნორა დგას – იერშეცვლილი, ძლიერი, მიზანდასახული, გადაწყვეტილებამიღებული, შეურყეველი, რომლესაც ქმრის არცერთი სიტყვა, არც ერთი ქმედება, არც შვილების წინაშე პასუხისმგებლობა ვერ გადააფიქრებინებს გადაწყვეტილებას და არჩეული გზის სისწორეს. მიუხედევად ომისა, რომ იგი შვილებს ტოვებს, მათ მიმართ ნორა სრულად ვალმოხდილია. მას მიაჩნია რომ ისეთი დედის მიერ ბავშვების აღზრდა, როგორიც ნორაა ცუდ ზეგავლენას მოახდენს მათზე, აქედან მომდინარეობს ის გამოსავალი და გზაც, რომელიც ნორამ აირჩია შვილების მიტოვების დროს. ნორას როლის შესრულება დიდი გამოცდაა ყველა მსახიობისთვის. თეატრის ისტორიას შემორჩა გ. რეჟანის, ე. დუზეს, ს. ბერნარის, ვ. კომისარჟევსკაიას, ნ. ჩხეიძის მიერ შესრულებული ნორას სახეები და რაც ნიშანდობლივია ეს მსახიობები თავის კარიერის მწვერვალზე 40 წელს გადაცილებული ასრულებდნენ ამ როლს. თანამედროვე კონცეპტუალური და პოსტმოდერნისტული ეპოქის თეატრში ასაკიც „გაახალგაზრდავდა“ – 22–25 წლის პამლეტი და მაკბეტი, სარა კეინი და ლედი მაკბეტი, სირანო დე ბერჟერაკი და აბატი ლორენცო, როქსანა და ნორა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. იმედი მაქვს თამუნა ნიკოლაძისთვის ეს როლი საეტაპო გახდება.

ადვოკატი ჰელმერი (მსახიობი გიორგი ზანგური) მკაცრი, საქმეებში ჩაფლული, კარიერისტი, მაგრამ უაღრესად პატიოსანი და ჩრდილოეთური სიცივით გამორჩეული მეუღლე და ოჯახის უფროსია, რომლისთვისაც მთავარი ისაა, თუ რამდენს და რაზე ხარჯავს ნორა მის მიერ გამომუშვებულ ფულს. საშობაო საჩუქარიც კი პატარა საანგარიშოა, რათა მისმა „საყვარელმა ტოროლამ“ ისწავლოს ფულის დათვლა და შეიგრძნოს მისი ყადრი. ნორასადმი ნდობა მას იმთვითვე დაკარგული აქვს, რადგან კარგად ახსოვს მისი მამის ისტორიაც და ამასთან დაკავშირებული ნორას ტრაგედიაც. უნდობლობის გრძნობა არასდროს ტოვებს მას და უბიძგებს ყოველთვის თვალყური ადევნოს თავის „ფულისმფლანგველ“ მეუღლეს. სამსახურებრივ მოვალეობებში ჩართულს, დაწინაურებაზე ფიქრებში გართულს ხელიდან გამოეპარა ოჯახური ცხოვრება, დიდხანია „დაკარგა“ ცოლი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა სექსუალური ვნებები მოაწვება, თუნდაც მეზობლებთან საშაობაო კარნავალისა და ნორას მიერ შესრულებული „ეგზალტირებული“ ტარანტელას შემდეგ, მისი უარი სასოწარკვეთილებაში აგდებს და უაზრო კივილი „ქმარი ვარ შენი, ქმარი“ შედეგს არ იძლევა. „ქმარი ვარ შენი“ კიდევ ერთხელ გაახსენდება ჰელმერს , როდესაც ნორა თავის გადაწყვეტილებას შესახებ და „აღარ მიყვარხარ“ განუცხადებს, მაგრამ ნორა ურყევია. ნორა –ჰელმერის „თოჯინა“ ისტორიას ჩაბარდა. მის წინაშე ახლა სულ სხვა ნორაა, ის კი არა რომელიც რვა წელი მასთან ცხოვრობდა და რომელთანაც არასდროს უსაუბრია. ახლა მას ნორას ხმაც კი აღარ ეცნობა. ადრე „ჩიტუნიას, ციყუნიას“ ტიტინი და უაზრო კისკისი ჩაესმოდა ყურში, ახლა კი მის წინაშე მგდარი, უკვე სრულყოფილი ქალია და რაც მთავარია ყოველგვარ მოვალეობამოხსნილი და თავისუფალი პიროვნება, ადამიანი, რომელმაც პირველად თავის ცხოვრებაში გააკეთა არჩევანი. ჰერმანი უცხო ადამიანივით შესცქერის მას, ასეტ ნორმას იგი არასდროს იცნობდა. ასეთი ნორას ექიმი რანკეც (მსახიობი ბაჩო ჩაჩიბაია) ვერ წარმოიდგენდა, ამ დროს რომ შესწრებოდა. ნორაში საიდუმლოდ შეყვარებული, ქმრის უახლესი მეგობარი ისევე ანებივრებდა მას, როგორც ნორას მამა ან მეუღლე, თუმცა უფრო ახლოს იდგა მასთან. ნორა გრძნობდა ამას და კრიტიკულ მომენტში, როცა დახმარება დასჭირდა სწორედ მას მიმართა. ნორასა და ექიმი რანკეს ამ სცენას რეჟისორი ასე აწყობს: ნორა და ექიმი ერთად სვავენ, ამ სასმელში ერთიანდებიან, მაგრამ ექიმის აღარება ნორას უარს ათქმევინებს თავის განზრახვაზე მიიღოს ექიმის დახმარება, რადგან ეს უზნეობა იქნება, თავისი პირადი პრობლემების გადასაჭრელად სხვა ადამიანის პირადი გრძნობები გამოიყენოს. ნორა ამაყია, მაგრამ შეშინებული. „შიში“ ხშირად ჟღერს და იგრძნობა მთელი სპექტაკლის განმავლობაში. რეჟისორი ცდილობს ნორას პირველი გამოჩენისთანავე „ მაგიდისქვეშიდანვე“ შევიგრძნოთ ნორას ეს განწყობა, ყოველი ზარის დარეკვა, კროგსტადის ყოველი გამოჩენა ამ შიშის საფუძველია. მხოლოდ ფრაუ ლინეს თუ გაანდობს ამ შიშის მიზეზს, რომელიც შესაძლოა წამლებზე დამოკიდებულების მიზეზიც გახდა. უბედურების მოახლოებას გრძნობს ნორა და მისი „ბედნიერი ვაღ, ბედნიერი ვარ“ სწორედ საწინააღმდეგოს მეტყველებს. მხოლოდ ერთხელ ამოისუნთქებს შვებით, როდესაც თითქოსდა მის საშველად ძველი მეგობარი ფრუ ლინე– კრისტივნა (მსახიობი ნ. ფილფანი) მოევლინება და ვიზედაც დიდ იმედებს ამყარებს. ფრაუ ლინე რეჟისორს კაცისმაგვარ არსებად გამოყავს. მისი სასცენო კოსტუმის არაელეგანტურია, საუბარის რაღაც უცნაური მანერა, ინტონაცია და ხმის ტემბრი ამ პერსონაჟს თავიდანვე „მისტიურობას“ და არაბუნებრიობას მატებს. ესეც ვ. ხუციშვილის ინტერპრეტაციაა, ვინაიდან ჰ. იბსენის პიესაში კრისტინას არც ქალურობა აკლია და გარეგნობაც მომხიბლავი აქვს. იგი ჩვეულებრივი ორდინალური პიროვნებაა, რომელმაც იცით თავის და თავის შეცდომების ფასიც, რომელიც სამსახურის საძიებლად მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. კრისტინას დაბრუნების ამ მიზეზს რეჟისორი იგნორირებას უკეთებს და მას მხოლოდ ერთი – „ნორას საშველად მოვლენილის“ კუთხით გვიჩვენებს, თუმცა იმ სცენაში, სადაც იგი კროგსტადს, ყოფილ შეყვარულს ხვდება, მოფერებებისა და „თბილი ოჯახური გარემოს შექმნის“ შეპირების ფონზე ნორას დავალებასაც პირნათლად ასრულებს. აქ კრისტინა– ნ. ფილფანი სარგებლობს აქამდე სადღაც მიმალული ქალურობით, სინაზით, მომხიბლაობით და შედეგსაც ადვილად აღწევს. კროგსტადი მორჯულებულია.

სპექტაკლში გამომსახველობითა და რეჟისორული ფანტაზიით გამოირჩება ერთ–ერთი ბოლო სცენა – ჰელმარის მიერ უშველებელი საფოსტო ყუთის გახსნა კორესპონდენციების ამოსაღებად. ამ ყუთში ნორას ღალატის უტყუარი ფაქტებია გამომწყვდეული: კროგსტადის და ექიმი რანკეს სულები, რათა ნიღაბი ახადოს და ამხილოს ნორას „უზნეობა“. შესაძლებელი ეს ჰელმერის ავადმყოფური ზმანებებიცაა, რომელიც „იდილიური“ ცხოვრების დასასრულს გრძნობს, თუმცა მისი შემდგომი ქმედება, კერძოდ კი ნორაზე ფიზიკური ძალადობა ადასტურებს იმას რომ ადვოკატი ნორას მიმართ სინდისის ქენჯნას სულაც არ განიცდის, ვერც კი ხვდება ნორას მსგავსი საქციელის მთავარ მიზეზსს. და რაკი ვერაფერს ხვდება ნორა იძულებულია აუხსნას მას. სწორედ აქედან გამომდინარეობს ის მთავარი თეზა, რამაც გადატრიალება მოახდინა იბსენისდროინდელ დრამატურგიაში და არა მხოლოდ ნორვეგიაში და რამაც ეს პიესა ასეთი პოპულარული გახადა. ეს არის ნორას ფრაზა უკანასკნელ სცენაში: „ მე და შენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს სალაპარაკო“ – რითაც იგი – ქალი XIX საუკუნის ბოლოს ნორვეგიაში და არა შუაგულ ევროპაში მეუღლეს საჭირბოროტო საკითხებზე სასაუბროდ იწვევდა. ეს იყო არა მხოლოდ ქალთა ემანსიპაციის მაგალითი, არამედ ჟანა დ’არკისა და ანტიგონეს გმირობის ტოლფასი.

კროგსტადი (მსახიობი დევი ბიბილეიშვილი) პიესის და სპექტაკლის ერთ–ერთი წამყვანი ფიგურაა. მის გამოჩენას ბორბალის ტრიალი ახლავს, ვინ ვინ და კროგსტადია ნორას შემდგომი ბედის გამგებელი. თავიდან თავდაჯერებული, ნორას მხოლოდ იმიტომ მოევლინა, რომ საკუთარი „დამსახურების“ და მისი დანაშაული შესახებ შეახსენოს, თანაც ყოველ შემთხვევისთვის გარანტიაც მიღოს რომ ხელს არ ახლებენ. მისი შემდგომი ვიზიტის დროს კი ეს თავდაჯერებულობა მუქარაში და „შანტაჟში“ გადადის. რეჟისორი ცდილობს ნორას „ხელი შეაშველოს“ და ნორაც კროგსტადს თავისი სხეულის შეთავაზების ფასად ცდილობს უარი ათქმევინოს წერილის გადაცემაზე, რასაც გაკვირვებული კროგსტადი ღებულობს, მაგრამ დასახულ გეგმას მაინც არ ცვლის. ნორა განწირულია, რომელსაც ცხოვრების მხოლოდ 31 საათი რჩება.

ტარანტელას მუსიკის ჰანგების დასასრული ნორას წვალების დასასრულია.

წერილი წაკითხულია, ღალატი გამორკვეულია, დანაშაულთა მთელი ჯაჭვი ჰელმერის წინაშეა. ქმრის რეპლიკაზე – „არ გესმის იმ საზოგადოების, რომელშიაც ცხოვრობ“ – ნორა პასუხობს – „მინდა გავერკვე, ვინაა მართალისაზოგადოება თუ მე“. მას უკვე აღარ აკმაყოფილებს ის, რასაც უმრავლესობა ლაპარაკობს და რა წერია წიგნებში. „მე თვითონ უნდა დავფიქრდე ამ ამბებზე და გავერკვიო ყველაფერში“. ნორასთვის მთავარია ნორა თოჯინაბავშვი, თოჯინამეუღლე ბოლოსდაბოლოს ადამიანად იქცეს.

თუ რა ბედი ეწევა ნორას ამის თაობაზე ბევრი ვერსია არსებობს, მაგ. პიესის ავტორი . იბსენი წერდა: „პიესის ნამდვილი ფინალი მის საზღვრებს გარეთაა, მწერალი მხოლდ აღნიშნავს მისი მიმართულებას, საითაც უნდა ვეძებოთ ფინალი, შემდეგ ჩვენი საქმეა, ყველა მკითხველი ან მაყურებლი თვითონ მივიდეს ამ ფინალამდე საკუთრი შემოქმედებითი ძიებით“. ღია ფინალი, გაუხსნელი კონფლიქტი იმის მანიშნებელია, რომ ყველა მაყურებელს ფინალის საკუთარი ვერსია ექნება. ნორვეგიაშიც ავტორის სიცოცხლეში პიესის ფინალი დიდი კამათის საგანი შეიქმდა. იბსენი იძულებული გახდა შეერბილებინა ნორას მიერშვილებისმიტოვების სცენა, ნორა ჩერდებოდა და ფიქრობდა, თითქოს უნდა გადაეფიქრა ოჯახადან წასვლა. ამერიკაში საერთოდ არ მიიღეს ეს პიესა და ნორას საქციელი მედეის ცოდვამდე იყვანეს. გერმანიაში წარმოადგენად ავტორი იძულებული შეიქმნა ბოლო სურათი გადაეწერა, სადაც ნორა აღარ მიდიოდა და სახლში რჩებოდა. ვ. ხუციშვილის სპექტაკლში მუსიკალური კრესჩენდოს (კომპოზიტორი გიორგი ჯიქია) თანხლებით ნორა საკერავი მანქანის ქვედა დონეზე მის ანალებში აღმოჩნდება, კროგსტადის და ექიმ რანკეს სულებს შორის, თოჯინასავით, თვითონაც უსულოდ.

ამ მხრივ საინტერესოა გავიხსენოთ თანამედროვე შვედი დრამატურგის ერნესტ ოლსენის პიესა „სად წავიდა ნორა?“ სადაც იგი ფაბრიკაში მუშაობს და საზოგადოების ქვედა ფენის სხვადასხვა ჯურის წარმომადგენლენთან ატარებს სიცოცხლეს.

სპექტაკლში ბევრი სიმბოლოები და მინიშნებებია. ბეჭედი, დანგრეული ოჯახის სიმბოლო რომელაც ასე გამუდმებით ეძებს ნორა, რომელსაც ფრაუ ლინე კროგსტადს ჩაუგდებს, იგივე ბეჭედი „ხატოვან“ სამკუთხედში –ექიმი რანკე, კროგსტადი, ადვოკატი ჰელმერი – ძაფით შეკრულ ნორას სამი მამაკაცის ხელიდან ხელში რომ გადადის, რომელსაც ანა–მარია „დაშლის“ და ბეჭედი, რომლის დაბრუნებასაც დასასრულს ნორა მეუღლესგან მოითხოვს, დამჭკნარი ვაშლი, ანა–მარიას მიერ აღმოჩენილი და მწვანე ვაშლები, რასაც დიდი ხმაურით და ნერწყვების ყლაპვით მირთმევენ ადვოკატი ჰელმერი და ექიმი რანკე, „ჩიტუნიას, ციყვუნიას“ ნიღბები, ფული, სარკე, სცენის პირველ დონეზე ჩასასვლელი, ნორვეგიული სახლის ფანჯრებს რომ მოგვაგონებს, საიდანაც ფრუ ლინე და კროგსტადი გვაკვირდებიან ერთობლივი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ბავშვები – თოჯინები, ნორას ქმრის მიერ ძალადობის სცენა ისევ თოჯინის თანხლებით და აშ. და აშ. ასევე მოჭარბებული მოძრაობა და უაზრო ფუსფუსი, გაუთავებელი გასვლები–შემოსვლები, ჩასვლები და ამოსვლები, მაღლა ასვლები და კიბეზე ბრაგაბრუგით ჩამოსვლები ჩემი აზრით ძაბავს და ართულებს რეჟისორის მიერ სწორად დანახული და გადმოცემული პრობლემის აღქმას და აბნევს კიდევაც მაყურებელს.


No comments:

Post a Comment